LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიას სურს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირმა ვიზების გაცემა შეწყვიტოს

94
111

უკრაინაში დაწყებული სამხედრო აგრესიის გამო, ბელგიას სურს, რომ ევროკავშირმა რუსებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტოს.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავშესაფრისა და მიგრაციის მინისტრმა სემი მაჰდიმ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბელგია ითხოვს ვიზების შეჩერებას რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის, დასაქმებულებისთვის და ტურისტებისთვის.

“რუსეთის დაუფიქრებელი თავდასხმა გვაიძულებს, ფრთხილად ვიყოთ ბელგიაში ჩასვლის მსურველ რუსებთან”, – განაცხადა მიგრაციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს სანქცია გავლენას მოახდენს ქვეყანაში როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ყოფაზე.

შეგახსენებთ, დღეს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება, რომელზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე იმსჯელებენ:

“21-ე საუკუნეში, საზღვრების შესაცვლელად ძალის გამოყენების ადგილი არ არის” – დღეს ევროპის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება

NATO უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას იწვევს