ბელგიაში გაჩნდა გუნდი, რომელიც ცხოველებს გადაუდებელი სიტუაციების დროს გადაარჩენს. ისინი დაეხმარებიან შინაურ ცხოველებსა თუ საქონელს სტიქიური უბედურებების დროს, იქნება ეს წყალდიდობა, ხანძარი თუ რამე სხვა კატასტროფა. სიახლის შესახებ Turkmen portal წერს.
ახალ სამსახურს ექნება სხვადასხვა ზომის ცხოველებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტი, სპეციალური აღჭურვილობა ცხენებისა თუ სხვა დიდი ცხოველებისთვის და გემები წყალში მცხოვრები სახეობებისთვის.
გარდა სამაშველო ოპერაციებისა, ჯგუფი თავშესაფრებში გაგზავნის გადამზადებულ მოხალისეებს და მათ ფინანსურადაც დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ცხოველთა გადაუდებელმა სამსახურმა მუშაობა 2021 წელს, ბელგიაში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შემდეგ დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდამდე ოფიციალური სტატუსი არ ჰქონია.