ჰენრი კიჩკა უკანასკნელი ცოცხალი ადამიანი იყო ბელგიაში, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა. ის, 94 წლის ასაკში, კორონავირუსმა იმსხვერპლა.
ჰენრი კიჩკა 1926 წელს ბრიუსელში დაიბადა.
მისი მშობლები საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდნენ, ანტისემიტიზმს რომ გაქცეოდნენ.
როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ ბელგია დაიპყრო, მათ თავშესაფარი არსად ჰქონდათ, და ძალიან მალე 1942 წელს ტყვედ ჩავარდნენ. მალევე ჰენრის ოჯახის წევრები გაზის კამერაში დახოცეს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კიჩკა თითქმის არასდროს საუბრობდა საკუთარ წარსულზე.
ბანაკიდან თავის დაღწევის შემდეგ კიჩკა დაქორწინდა. ჰყავდა ოთხი შვილი, 9 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი.
სიცოცხლის ბოლო წლები მან მოხუცთა თავშესაფარში გაატარა.