30 ვლისს, კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი ბელგიას ორდღიანი ვიზიტით ესტუმრნენ. დანიშნულების პუნქტი ქალაქი იპრი იყო, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გახდა. 1917 წლის 31 ივლისს მომხდარმა შეჯახებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საბჭოთა ჯარის გამარჯვებაში.
ბელგიიდან დაბრუნებული ჯარისკაცების რიცხვი ამ დრომდე სადაო საკითხად რჩება. უამინდობის გამო, ბევრი მათგანის დაკრძალვაც ვერ მოხერხდა, სწორედ ამიტომ, სამეფო ოჯახის წევრებს, მათი ხსოვნის საპატივსაცემოდ გულზე წითელი ყაყაჩოს სიმბოლო ჰქონდათ დამაგრებული.
ამ დღისთვის, კემბრიჯის ჰერცოგინიამ Alexander McQueen-ის თეთრი კაბა-პალტო შეარჩია. ინტერნეტმომხმარებლებს არ გამოპარვიათ ის ფაქტი, რომ ამავე ჩაცმულობაში იყო კეიტი პრინცესა შარლოტას ნათლობაში 2015 წელს.