LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიელებმა 4 დღიან სამუშაო კვირაზე უარი თქვეს, არადა ასეთი შესაძლებლობა ჰქონდათ

134
belgaimage-28053790-full-1024x684

4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა ბელგიელთა 1%-საც კი არ სურს. ამას ადასტურებს გამოკითხვის შედეგები, რომელიც კომპანია Securex-მა ჩაატარა.

გასული წლის ნოემბერში ბელგიელებმა მიიღეს უფლება, თავისი სამუშაო დრო ისე გადაენაწილებინათ, რომ ოფისში სიარული კვირაში 5 დღის ნაცვლად მხოლოდ 4 დღე შესძლებოდათ. ამასთან, მათ გარანტია მისცეს, რომ სამუშაო ანაზღაურებას თუ სხვა ბონუსებს ეს ფაქტი არ შეეხებოდა.

თუმცა, გამოკითხვის მიხედვით, ამ შეთავაზებით მხოლოდ დასაქმებულთა 0,73%-მა ისარგებლა. ასეთ შანსზე უარის თქმის მთავარ მიზეზად, ბევრმა თანამშრომელმა კოლეგების მიმართ არსებული პასუხისმგებლობა დაასახელა.

არადა, ასეთი სამუშაო რეჟიმის შემოღების მოლოდინები ბევრად განსხვავებული იყო: 4 დღიანი სამუშაო კვირის დაწყებამდე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბელგიელთა 40% სამუშაო საათების შემცირებას დადებითად აფასებდა.

აღსანიშნავია, რომ მოკლე სამუშაო კვირას ბევრი ევროპული ქვეყანა და ქალაქი ტესტავს, მაგალითად ახლა ამ შესაძლებლობას ვალენსიაში იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები