LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგრადულ დერბიში პარტიზანებმა ცეცხლოვანი პერფომანსი მოაწყვეს (ვიდეო)

19

ბელგრადის „პარტიზანის“ ფანებმა ცეცხლოვანი პერფომანსი მოაწყვეს, რის გამოც კინაღამ ჩაშალეს 150-ე ბელგრადული დერბი.

აი რატომ უყვართ და რის გამოც არის გამორჩეული „პარტიზანისა“ და „ცრვენა ზვეზდას“ დაპირისპირება.

საიუბილეო დერბიში წარმატება „ცრვენა ზვეზდას“ დარჩა (2:1), რითაც მან დერბული უპირატესობა გაზარდა: 62 მოგება, 44 წაგება და 44 ფრე.

ამ სეზონამდე ორივე გუნდის აქტივში 26 ჩემპიონის ტიტულია. ამასთან, „ცრვენა“ იუგოსლავიის პერიოდში დომინირებდა (19 ჩემპიონობა 11-ის წინააღმდეგ), ხოლო“პარტიზანი“ უფრო წარმატებული 1992 წლის შემდეგაა (15-7).

ამ სეზონში „ცრვენა ზვეზდამ“ 24 მატჩში მხოლოდ 4 ქულა დაკარგა და ვადამდე გაინაღდა ოქროს მედლები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები