თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავებს შორის, რომლებსაც არც ყურადღების ცენტრში მოხვედრა უყვართ და პაპარაცების მიმართ განსაკუთრებულად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, ლიდერი ბენ აფლეკია. ბევრჯერ გვინახავს მისი უკმაყოფილო სახე რეპორტიორების გამოჩენისას.
ინტერნეტსივრცეში ბენ აფლეკის უახლესი ვიდეო გავრცელდა, რომელიც ვირუსულად იქცა. როგორც კადრებში ჩანს, ბენმა დაინახა რომ პაპარაცები მის სახლთან იდგნენ, მათთან მივიდა და უთხრა, შეეწყვიტათ მისი დევნა. ამ დროს 52 წლის მსახიობი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.
„ჯანდაბა, დამანებეთ თავი, შემეშვით, მე აქ ჩემს შვილებთან ვარ, ნუ დგახართ სახლთან, ფოტოს გადაღება გინდათ? ეს ხუმრობა არ არის, შეწყვიტეთ“, – ამბობს ბენი.
ბენ აფლეკის ყოფილმა მეუღლემ, ჯენიფერ გარნერმა, ლოს-ანჯელესში გამანადგურებელი ხანძრის შედეგად მეგობარი დაკარგა. სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს თავად გარნერის სახლიც, რომელშიც მათი შვილები ცხოვრობენ.
ბენ აფლეკი ახალ კვირას უხასიათოდ იწყებს – მსახიობის უახლესი ფოტოები
ახლად განქორწინებულ, უხასიათოდ მყოფ ბენ აფლეკს ავტომობილში ჩაეძინა