LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკს ჯეი ლოსთან განქორწინების შემდეგ, „დევნის მანია“ დაემართა- 52 წლის მსახიობის შემაშფოთებელი ფოტოები ვირუსულად ვრცელდება

682
page

ინტერნეტსივრცეში ბენ აფლეკის შემაშფოთებელი ფოტოები ვირუსულად ვრცელდება. ტაბლოიდები წერენ, რომ 52 წლის მსახიობს, ჯეი ლოსთან განშორების შემდეგ, „დევნის მანია“ დაემართა და მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ბენი ბრენტვუდში, ახლად შეძენილი სახლის ზღურბლთან გადაიღეს. ის, როგორც ყოველთვის, გამოძახებულ საკვებს ელოდა. ეზოდან გამოსული ვარსკვლავი ძალიან შეშფოთებული იყო, აქეთ-იქეთ დამფრთხალი იყურებოდა და ცდილობდა, შეუმჩნევლად აეღო პაკეტები და სასწრაფოდ გაუჩინარებულიყო.

იპოვეთ განსხვავება – ბენ აფლეკი ჯეი ლოსთან განშორებისა და ანა დე არმასთან განშორების შემდეგ – უახლესი ფოტოები

ცნობისთვის, გასულ კვირას ტაბლოიდები აფლეკის ახალ რომანზე ალაპარაკდნენ. მათი ცნობით, 52 წლის მსახიობი კენედის დინასტიის წარმომადგენელს, ამერიკელი პოლიტიკოსის, რობერტ ფრენსის კენედის 36 წლის ქალიშვილს, კიკ კენედის ხვდება. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, მსახიობის წარმომადგენელმა მედიასთან ინფორმაცია კატეგორიულად არყო.

„მას არ სურს საყვარლის სტატუსი“ – ბენ აფლეკი ჯეი ლოს 36 წლის კიკ კენედისთან ღალატობდა – „ბენიფერის“ შესახებ შოკისმომგვრელი დეტალები ვრცელდება

ჯეი ლო შოკირებულია – ცნობილი ხდება, თუ რა მიზეზი დაასახელა ბენ აფლეკთან განქორწინების საბუთებში არტისტმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები