მსოფლიოს ყველაზე პოპულარული დეტექტივის, შერლოკის როლის შემსრულებელი, ბენედიქტ კამბერბეტჩი პაპარაცებმა ლონდონში გადაიღეს, როცა ის დილით გაზეთების შესაძენად სახლიდან გამოვიდა. სპორტულ ფორმაში გამოწყობილ ვარსკვლავს სათვალე ეკეთა და ყურადღებთ ათვალიერებდა დილის პრესას. როგორც ჩანს, ცხოვრების სტილით მსახიობი სულ უფრო ემსგავსება თავის გმირს, რომელსაც უკვე წლებია ანსახიერებს.
შეგახსენებთ, რომ შერლოკის მეოთხე სეზონის გადაღებები ახლა მიმდინარეობს და მისი პრემიერა 2017 წელს იგეგმება.