LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენი ბლანკოს ღალატის შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ, სელენა გომესი ფოტოებს ავრცელებს

306
page

ახლახან, მედიაში სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს შესახებ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა. ტაბლოიდების ინფორმაციით, ბლანკომ საცოლეს, მისსავე მეგობართან, ტერეზა მარისთან უღალატა.

სელენას ფანები მას შემდეგ შეშფოთდნენ, რაც ბენი ტერეზასთან ერთად დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ჭორების გავრცელების შემდეგ, მომღერალმა ყოფილი მეგობრის „ინსტაგრამ“ გამოწერა გააუქმა.

ჯერჯერობით არც სელენას და არც ბენი ბლანკოს საჯაროდ კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებიათ, თუმცა, რამდენიმე საათის წინ, სელენამ „ინსტაგრამზე“ მეგობრებთან შეხვედრიდან, ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც ბენი ბლანკოც ჩანს.

ასე რომ, სავარაუდოდ, გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორებია და ახლად დანიშნული წყვილის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება.

ბენი ბლანკომ სელენა გომესს გამოსაშვები საღამო მოუწყო – ვრცელდება უსაყვარლესი ვიდეო

სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ უზარმაზარი სახლი შეიძინეს – ნახეთ წყვილის „სასიყვარულო ბუდე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები