LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-იმ ლიმიტირებული თაფლი Black Edition Label გამოუშვა. მისი ყიდვა შეუძლებელია

117
bentley

Bentley-იმ ექსკლუზიური თაფლი Black Edition Label წარადგინა და მისი ყიდვა შეუძლებელია. კომპანია ამ თაფლს თავადვე აწარმოებს და შტაბ-ბინის ტერიტორიაზე 17 სკას უვლის. ბრიტანულმა კომპანიამ ლიმიტირებული თაფლი პირველი ორი სკიდან მოაგროვა და მთლიანობაში  500 ქილა პროდუქტი დაამზადა. დამატებით 17 სკიდან კი 1000-მდე ქილა „ჩვეულებრივ“ თაფლს მიიღებენ.

„თაფლი Black Edition Label ძალიან ექსკლუზიური თაფლია და ჩვენ მას არ ვყიდით – მას ვაჩუქებთ კორპორატიულ ღონისძიებებზე, კლიენტებთან ვიზიტების დროს და საქველმოქმედო საღამოებზე,“ – განაცხადა Bentley Motors-ის წარმოების დაგეგმარების დირექტორმა.

თაფლის ლიმიტირებული პარტიის გამოშვებასთან დაკავშირებით კომპანიის დიზაინერებმა ახალი საფირმო შეფუთვა შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ გარდა ბრიტანული ავტომწამროებლისა, თაფლს ქმნიან სხვა ბრენდებიც, მაგალითად – Volkswagen Group-ი, Porsche და Lamborghini.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები