LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley–მ ექსკლუზიური როდსტერისთვის პირველი ძრავი ააწყო

52
bentleymotor20

Bentley-ს ქარხანაში 6,0 ლიტრის მოცულობის W12 ძრავის პირველი ეგზემპლარის აწყობა დაასრულეს. აგრეგატი ლიმიტირებული როდსტერის Bacalar–ისთვის შექმნეს.

აგრეგატმა ცდის სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა. ამას მოყვა მუშაობის 15 წუთიანი ციკლი, რა დროსაც 600–მდე პარამეტრი შემოწმდა. შემდეგ ძრავი სიჩქარის სხვადასხვა რეჟიმზე დატესტეს. ბრიტანელები თავის W12–ს 12–ცილინდრიან აგრეგატებს შორის ყველაზე სრულყოფილად თვლიან. მისი აქტუალური ვერსია 650 ცხენის ძალას ავითარებს.

მწარმოებელმა ისიც აღნიშნა, რომ 2002 წლიდან მათ W12 ძრავის 100 ათასზე მეტი ეგზემპლარი შექმნეს და თითოეულ მათგანზე 40–მდე სპეციალისტი მუშაობდა.

დაიხარჯა ათობით საათი აწყობაზე და კიდევ უფრო მეტი საბოლოო შედეგის დატესტვაზე.

Bentley–მ დათვალა და მთელი ამ წლების განმავლობაში გამოშვებული W12–ების სიმძლავრე 6 000 000 ცხენის ძალას აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები