LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-მ საკუთარ ისტორიაში ყველაზე სწრაფი სედანი გამოუშვა

44

ბრიტანულმა კომპანია Bentley-მ სედანის – Flying Spur-ის ყველაზე ძლიერი და სწრაფი მოდიფიკაცია წარმოადგინა. მოდელმა კოდური სახელწოდება W12 S  მიიღო. ახალი ავტომობილი გახდა პირველი 4 კარიანი მოდელი ინგლისური ფირმის ისტორიაში, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს 200 მილ/საათს ანვითარებს რაც არც მეტი, არც ნაკლები – 320 კმ/სთ სიჩქარის ექვივალენტია.

Bentley Flying Spur W12 S აღჭურვილი იქნება მოდერნიზებული ექვსლიტრიანი, 12 ცილინდრიანი ტვინ-ტურბო ძრავით, რომელიც 635 ცხენის ძალისა 820 ნმ ბრუნის სისწრაფით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებლით მოდელი მის სტანდარტულ ვერსიაზე 10 ერთეულიით მეტ ცხენის ძალასა და 20 ნმ-ით მეტ მაჩვენებელს აჩვენებს. ტრანსმისია რვასიჩქარიანი ავტომატით განისაზღვრა, რომელზეც პასუხისმგებლობა კომპანია ZF-მ აიღო.

სედანს 4.5 წამში შეუძლია 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე, როგორც აღვნიშნეთ – 320 (325) ცხენის ძალითაა წარმოდგენილი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მოდელის სიჩქარის განვითარების ალგორითმიმხოლოდ 0.1 წამით სწრაფია მის წინა ვერსიაზე, რაც არც ისე დიდი განსხვავებაა შედარებისას.

რაც შეეხება სედანის სხვა მახასიათებლებს: მოდელი აღჭურვილია 21 დიუმიანი გაცილებით მსუბუქი დისკებით ვიდრე მისი წინა ვერსია, ასევე შეცვლილია ავტომობილის ფარები. გარდა ამისა, ახალმა ,,ლამაზმანმა” სპეციალური სარკეები და დიფუზორი მიიღო. გამოიცვალა საჭის დიზაინიც. სალონი გაწყობილია ხარისხიანი ტექსტურით. მოდელის გაყიდვები 2016 წლის ბოლოსკენ დაიწყება. მისი ღირებულების შესახებ ამ ეტაპზე ცნობები არ ვრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები