LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზემას გამო საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება: ოქროს ბურთი რეალმა და ბარსამ გაიყვეს

31
32LL8HG-highres

„ფრანს ფუტბოლმა“ 2021/22 წლების სეზონის პრესტიჟული ჯილდოები ჩამოარიგა და ყველა მოლოდინის მიხედვით მამაკაცაების „ოქროს ბურთი“ ქარიმ ბენზემამ წაიღო.

ოქროს ბურთი ბენზემას მისცეს: ვინ აიღო სხვა პრიზები

ბენზემა მეხუთე ფრანგია, ვისაც „ოქროს ბურთი“ მისცეს. მანამდე იყვნენ: რაიმონ კოპა (1958), მიშელ პლატინი (1983, 1984, 1985), ჟან-პიერ პაპენი (1991) და ზინედინ ზიდანი (1998).

34 წლისა და 10 თვის ბენზემა „ოქროს ბურთის“ ყველაზე ასაკოვანი მფლობელია 1956 წლის შემდეგ. მაშინ ისტორიაში პირველი „ოქროს ბურთი“ ინგლისელმა სტენლი მეტიუზმა 41 წლის ასაკში მოიგო.

ბენზემა „რეალის“ მერვე ფეხბურთელია, ვინც „ოქროს ბურთი“ მოიგო. მანამდე ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ: ალფრედო დი სტეფანო (1957, 1959), რაიმონ კოპა (1958), ლუიშ ფიგუმ (2000), რონალდო (2002), ფაბიო კანავარო (2006), კრიშტიანო რონალდო (2016, 2017) და ლუკა მოდრიჩი (2018).

და ერთი საინტერესო ამბავი: აქამდე არ მომხდარა, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელის გუნდს მოეგო დამდეგი მსოფლიო ჩემპიონატი. ამ სიტორიის მიხედვით, ყატარის მუნდიალი არ უნდა მოიგოს ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა საფრანგეთის ნაკრებმა.
„ოქროს ბურთიდან“ მსოფლიო ჩემპიონობამდე ყველაზე ახლოს იყვნენ კრუიფი, რობერტო ბაჯო და ბრაზილიელი რონალდო, რომლებმაც ფინალი წააგეს.

და კიდევ: წლევანდელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტები „რეალისა“ და „ბარსელონას“ წარმომადგენლები გახდნენ. ნახეთ: „რეალის“ ბენზემა „ოქროს ბურთის“ მფლობელია მამაკაცებს შორის, „ბარსელონას“ ალექსია პუტელიასი ქალებს შორის. „ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი საუკეთესო ახალგაზრდა გახდა, „რეალის“ მეკარე კურტუა საუკეთესი მეკარე, საუკეთესო ფორვარდი კი „ბარსელონას“ ლევანდოვსკია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები