LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბენზისგასამართმა სადგურებმა ფასები უკვე 30-40 თეთრამდე შეამცირეს” – გაგრძელდება თუ არა საწვავის გაიაფების ტენდენცია სექტემბერში?

72
საწვავი

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ფასების შემცირება დაწყებულია და ტენდენცია გაგრძელდება – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.

„ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია. ტენდენცია ეხება, როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებსაც. ზოგადად, ჩვენ თუ შევხედავთ სხვადასხვა კომპანიების მიხედვით, ფასები მნიშვნელოვნად დაკლებულია. მცირე და საშუალო ქსელებში, ყველაზე პოპულარული რეგულარის ტიპის ბენზინი 3-3.05 ლარი ღირს. მნიშვნელოვანია, რომ დიზელის საწვავიც მცირე და საშუალო ქსელებში 4-ლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.

რაც შეხება ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს, ისინიც აქტიურად ამცირებენ ფასებს აგვისტოს დასაწყისიდან. სხვადასხვა კომპანიის მაგალითზე საშუალოდ 30-40 თეთრამდე უკვე შემცირებული აქვთ ფასები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ტენდენცია გაგრძელდება. პრემიერის განცხადების შემდეგ, საზოგადოებამ ნახა დიდი ქსელების წარმომადგენლების კომენტარებიც, რომელიც იმავეს ადასტურებენ. გვაქვს მოლოდინი, რომ საწვავზე ფასის შემცირების ტრენდი სექტემბერშიც გაგრძელდება. მიზეზები მარტივია, მყარი ლარი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე დაცემული ფასები“, – აცხადებს მთვრალაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავის ფასებთან დაკავშირებით საკითხის მოკვლევა კონკურენციის სააგენტოს 15 აგვისტოს დაავალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g