აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ბექა ბახტაძე წერს, რომ იმის თქმა, რომ კოვიდ 19 არ არის სასიკვდილო ვირუსი, არასწორია. ასევე ის აღნიშნავს, რომ ის პაციენტები, რომლებიც კორონავირუსისგან გარდაიცვალნენ, ახლა ცოცხლები იქნებოდნენ, რომ არა კოვიდ–19 და იმის თქმა, რომ მათ სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდათ და ამით მათი გარდაცვალების გამართლება მიუღებელია.
გთავაზობთ პოსტს:
„რამდენიმე ინტერვიუს ვუყურე/წავიკითხე ამ დღეებში და მე მგონია, კორონავირუსით გამოწვეული COVID–19 დაზიანების რაღაც გამარტივება და იოლად მიდგომა ხდება. ეს არ არის მომაკვდინებელი ვირუსიო, გავიგე 🙂
მათ, ვინც კორონავირუსის სიკვდილიანობის შესუსტებას/ შერბილებას აკეთებთ, მინდა მარტივი კითხვა დაგისვათ:
ბოლო თვეში რამდენ პაციენტს მოუარეთ COVID19-ით დაავადებულს და უფრო მეტად საინტერესო იქნება, რამდენ ოჯახს აუხსენით, თუ რატომ მოკვდა მისი ოჯახის წევრი?
მე მეშლება შეიძლება რამე ? გამიზიარეთ რა ინფორმაციასა ფლობთ 🙂
და კიდევ იმის თქმა, რომ ესა თუ ის პაციენტი მოკვდა კორონავირუსით იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ბევრი თანმხლები დაავადება და ისედაც სიკვდილის პირას იყვნენ… კარგად დაიმახსოვრეთ, კორონავირუსის გარეშე ეს ადამიანები დიდი ალბათობით ცოცხლები იქნებოდნენ … იმას ნუ ამბობთ, რაც ხალხს უნდა გაიგონოს. პატივი მიაგეთ პაციენტებს, რომლებიც გარდაიცვალნენ!
ბოდიში ნეგატიური პოსტისთვის მაგრამ this is too much man :)“
