„ოპოზიციაში უთანხმოება გამოიწვია ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების არათანმიმდევრულობამ, მათმა ფარულმა მოტივებმა“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სხვა პოზიციაზე იყვნენ, მასზე საუბრობდნენ, როგორც გასაღებზე, მათ შორის, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თვალსაზრისით, დღეს დაივიწყეს გუშინდელი და სხვა რიტორიკით საუბრობენ:
ანა ბუჩუკური: „ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო განსხვავებული, მნიშვნელოვანია პარტნიორებისგან ისეთი რეაგირებები, რომლებიც ნაკლებად შეეხება მოქალაქეებს და პასუხისმგებლობას ინდივიდებს დააკისრებს“
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მოთხოვნები ელემენტარული იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ატეხა ისტერია და გააფუჭა ურთიერთობა“
„უთანხმოება გამოიწვია ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების არათანმიმდევრულობამ, მათმა ფარულმა მოტივებმა. გუშინ სხვა პოზიციაზე იყვნენ, სხვაგვარად საუბრობდნენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე, საუბრობდნენ, როგორც გასაღებზე, მათ შორის, ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თვალსაზრისით, დღეს დაივიწყეს გუშინდელი და აბსოლუტურად სხვა რიტორიკით საუბრობენ იგივე ადამიანზე.
ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ვერასდროს მოხდება ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე ფორმით პარტიული გაერთიანება, თუ სხვა ტიპის ერთობა, გარდა კოორდინაციისა, ისიც შეზღუდულ საკითხებზე. ამ ხალხს არანაირი პრინციპი არ აქვს. დღეს ერთს საუბრობენ, ხვალ შეიძლება, აბსოლუტურად, დიამეტრულად განსხვავებული, საპირისპირო პოზიცია დაიჭირონ.
ამ „ქეისში“ ზუსტად ეს ჩანს. ეს არის, მათ შორის, ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური მემკვიდრეობის. ჩვენნაირი თანმიმდევრული პარტია და ორგანიზაცია ვერ იქნება ერთიანობაში, თუ ერთობაში ასეთი ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.