LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: „ბებია და ბაბუა შვილიშვილს რომ ფულს აძლევენ, იმასაც კი აქვს მიზნობრიობა – დიდძალი თანხები გამოყოფილია ლგბტ პროპაგანდისთვის და ხელისუფლების გადატრიალებისთვის“

158
ბექა ოდიშარია

„ბებია და ბაბუა შვილიშვილს რომ ფულს აძლევენ, იმასაც კი აქვს მიზნობრიობა, ან ტკბილეულის საყიდლად, ან ნაყინის და როგორ წარმოგიდგენიათ მრავალი მილიონი იქნა თურმე, გადმორიცხული იმისათვის, რომ ნიკა გვარამიამ იგრძნოს თავი წყალში, როგორც თევზმა – დიდძალი თანხები გამოყოფილია ლგბტ პროპაგანდისთვის და ხელისუფლების გადატრიალებისთვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ „მთავარი არხის“ გრანტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, საოცარი ოქსიმორონია იმის თქმა, რომ გრანტი მიზნობრიობის გარეშე არის გამოყოფილი.

„სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად ქვეყანაში დიდი ფული შემოდის“ – მამუკა მდინარაძე

„მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს, რომ საკუთარი სუვერენული ინტერესები დაიცვას უცხო ქვეყნის გავლენისაგან. ჩვენი სახელმწიფო რატომღაც აღმოვჩნდით დაბალი ღობე და ჩვენს მიერ ინიცირებული ამერიკული „ფარას“ ქართული პლაგიატი მონათლეს რუსულად. ამაში დაეხმარნენ მათ, რა თქმა უნდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ეს ძალიან საწყენია.

ეს გამოიყენა მე-5 კოლონამ თავისი დღის წესრიგის გასამყარებლად და რაც მთავარია, მათთან აფილირებულო NGO-ების უზარმაზარი სახსრების დასაფარად, რასაც ახერხებენ კიდეც. თქვენ ხედავთ, რომ ნიკა გვარამიამ თავად დაადასტურა, რომ არის ლგბტ პროპაგანდის დასაფინანსებლად გამოყოფილი ძალიან დიდი თანხა, ხელისუფლების გადასატრიალებლად, დებოშის და ყოველგვარი ქაოსის მოსაწყობად.

საოცარი ოქსიმორონია იმის თქმა, რომ არის გრანტი გამოყოფილი მიზნობრიობის გარეშე. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ მივირთმევთ ყავას მიზნობრიობის გარეშე. მე წარმოდგენაც კი მიჭირს რამდენად არიან გათავხედებულები, რომ პირდაპირ შავზე თეთრს ამბობენ და ამბობენ, რომ გრანტი შეიძლება იყოს მიზნობრიობის გარეშე.

ბებია და ბაბუა შვილიშვილს რომ ფულს აძლევენ, იმასაც კი აქვს მიზნობრიობა, ან ტკბილეულის საყიდლად, ან ნაყინის და როგორ წარმოგიდგენიათ მრავალი მილიონი იქნა თურმე, გადმორიცხული იმისთვის, რომ ნიკა გვარამიამ იგრძნოს თავი წყალში, როგორც თევზმა. ეს წარმოუდგენელია”. – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები