LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: „მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია, მაგრამ თუ ვინმემ ამას ხელი შეუწყო, ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელისუფლებაა“

153
ბექა ოდიშარია

„მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია, მაგრამ თუ ვინმემ ამას ხელი შეუწყო და თუ შეიძლება იმ მოვლენებში, რომელიც განვითარდა და რითაც ვერაგულმა ოკუპანტმა ისარგებლა, ვინმეს დამნაშავე ვუწოდოთ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა” და მისი ხელისუფლება“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ – „ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“

ბექა ოდიშარიას თქმით, „წინა ხელისუფლებამ ყველა შესაძლო დასაშვები შეცდომა რეალურ ცხოვრებაში დაუშვა“.

ახლოვდება ის თარიღი, აგვისტოს ის მძიმე დღეები, როდესაც რუსეთმა ჩვენი ქვეყნის მიმართ კვლავ განახორციელა აგრესია. ეს არის თარიღი, რომელიც ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება, არასდროს დაავიწყდება ჩვენს თანამედროვე და მომავალ თაობებს, რადგან ამ დღეებში გმირულად დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცები, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ეცადნენ, დაეცვათ ქართული მიწის თითოეული გოჯი. მიუხედავად ამისა, მტერმა ჩვენზე იმძლავრა და სეპარატისტებთან ერთად დროებითი წარმატება მოიპოვა. მათ არც ერთი ბრძოლა არ მოუგიათ. გაფართოვდა ანექსია, რასაც, სამწუხაროდ, საფუძვლად დაედო და ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა იმდროინდელი ხელისუფლების უგუნურმა ნაბიჯებმა, რომელმაც მოახერხა და ზოლი გაავლო საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოსა და ე.წ ავტონომიურ რესპუბლიკას შორის…

ყველა შესაძლო დასაშვები შეცდომა მან [ნაციონალურმა მოძრაობამ] რეალურ ცხოვრებაში დაუშვა. მან ოკუპანტს ყველა საბაბი მისცა, რომ გახსნილი ჰქონოდა ხელი იმისთვის, რომ ჩაედინა დანაშაული, ძალისმიერად დაეპყრო ტერიტორიები. მაგრამ მას მიეცა საბაბი, მათ შორის საერთაშორისო დონეზე განეცხადებინა, რომ თითქოს იქ მოსახლეობის მიმართ იყო განხორციელებული აგრესია იმდროინდელი ხელისუფლების მიერ…

მაშინ აწყობდათ, რომ 8 აგვისტო ეთქვათ, შემდეგ საერთაშორისო კონტექსტი გადალაგდა და ახლა რამენაირად ცდილობენ თავის დაძვრენას. რაშიც ისინი არიან დამნაშავე, ამას ვერასდროს ჩამოირეცხავენ. ჩვენ ვიცით, რომ ოკუპანტი ოკუპანტია, რუსეთმა აგრესია განახორციელა, მაგრამ იმხელა თავი რომ გაბია, პოლიტიკაში ხარ და ქვეყანას ხელმძღვანელობ, უნდა იფიქრო იმაზეც, როგორ აარიდო ქვეყანას დამღუპველი ვითარება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მიხეილ სააკაშვილი: „2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენით და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლით და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ“

„2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი სრულდება, ურყევია ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ“ – ჯოზეფ ბორელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g