LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილი თვითონ გაემიჯნა ხალხს, ოლიმპიელები ამ საზოგადოების ნაწილი რომ არის, ამას ვერ ხვდება – ბექაურს და პეტრიაშვილს მამალი მგლის და ლომის არ ეშინიათ, რომელ პოსტს წაიკითხავენ, ვინმეს დავალებით?!

238
ბექა ოდიშარია

სალომე ზურაბიშვილი თვითონ გაემიჯნა ქართველ ხალხს. ოლიმპიელები ამ საზოგადოების ნაწილი რომ არის, ამას ვერ ხვდება ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ოლიმპიური ჩემპიონებისა და „ქართული ოცნების“ სარჩევნო სიის წევრების, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ბექაურის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, ისინი პრეზიდენტის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნებიან.

ლაშა ბექაური: სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი

„ის რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და მიმაჩნია, ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“ – გენო პეტრიაშვილი

„ასეთი ადამიანები, ვინც დაწერილ პოსტებს კითხულობენ, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოიკითხეთ, ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილს მამალი მგლის და ლომის არ ეშინიათ და რომელ პოსტს წაიკითხავენ, ვინმეს დავალებით? ძალიან ცდებით, რომ ასე უყურებთ არა მხოლოდ თქვენ, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტიც ამ გმირ ადამიანებს, ეს ხალხი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევლენ. სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებებით და ქმედებებით ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ისტორიაში როგორ შევა და რა გვარად, ამასაც ვნახავთ. შეიძლება მე ვერ მოვესწრო, მაგრამ ამის პროგნოზირება ძალიან ადვილია. ის არ იქნება და ვერც იქნება იმ მწვერვალზე, სადაც იქნება გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური, ტალახაძე და სხვა ძალიან მაგარი ბიჭები და გოგოები, რომლებიც ამ ქვეყნის წარმატებასთან, ზოგადად გამარჯვებასთან ასოცირდებიან და მზად არიან, ისევ დაუდგნენ ჩვენს ქვეყანას, არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ქართველ ხალხს. მათთვის სულერთია, ეს იქნება რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, თუ მათ შორის ადამიანი, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, რადგან ისინი კიდევ უფრო სიმაღლიდან უყურებენ ამ ყველაფერს, ისინი არიან ადამიანები, რომელთაც ქართველი ხალხი უყვართ, ისინი არამხოლოდ საკუთარი წარმატებების, ოქროს მედლების და ოლიმპიური ჩემპიონობის გამო ასპარეზობენ, არამედ მათ შორის, იმისათვის, რომ ქართველი ხალხი გაეხარებინათ. ხომ უნდა იყო პრეზიდენტი, რომელიც იმას მოახერხებ, რომ ადამიანები, რომლებიც რამდენი მილიონიც ვართ, ბოლო კაცამდე ყველას უყვარდეს, ყველა გულშემატკივრობდეს და შენ ასე მოგმართონ. სხვათა შორის, აქ შეურაცხყოფა არ ყოფილა, აქ იყო ხისტი პოზიცია, სიმართლე, რომელსაც ქალბატონი სალომე აქედანვე უნდა შეეჩვიოს, რადგან ბევრი წელი ამის მოსმენა მოუწევს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g