LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: თუ სამუშაო პროცესში ოპოზიციის შემოერთება იქნება კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, ვიწამებ, რომ ქვეყანაზე სასწაულები ხდება

137
BeFunky-collage (1)

თუ პროცესში [ოპოზიციის] შემოერთება იქნება კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, ვიწამებ, რომ ამ ქვეყანაზე სასწაულები ხდება – ოპოზიციისთვის ეს ბოლო შანსია, ზღვარია, სადაც მოხდება ლუსტრაცია, მართლა უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუ არა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც ოდიშარიამ განაცხადა, „ქართული ოცნება“ სამუშაო შეხვედრაზე ელის „ოპოზიციას, არასამთავრობოებს და ყველა დაინტერესებულ ჯგუფსა თუ ინდივიდს, ვისაც მართლა გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე“.

„გვესმის ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვარაუდი, ისინი ფიქრობენ, რომ პროცესს შემოუერთდნენ. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. თუ პროცესში შემოერთება იქნება კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, ვიწამებ რომ ამ ქვეყანაზე სასწაულები ხდება. არ მინდა, წინასწარ დავაზიანო პროცესი და ვთქვა, რომ არ მჯერა, რომ შემოერთდებიან. ჩვენ გვსურს, რომ შემოუერთდნენ, რადგან ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. არ ვაკეთებთ პარტიულ საქმეს, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის მომავლის საქმეს. ოპოზიციისთვის, ჩემი აზრით, ეს ბოლო შანსია, ზღვარია, სადაც მოხდება ლუსტრაცია – მართლა უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუ არა, როგორც ეს დადასტურდა პირველ ეტაპზე, როდესაც 12 რეკომენდაციაზე ვიმუშავეთ“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მისი თქმით, სამუშაო ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის შესაძლებლობა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g