LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: „ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს – თითქოს მედიატორობს, გახარიას, ხაზარაძის და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია“

166
ბექა ოდიშარია

ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს – თითქოს მედიატორობს. გახარიას, ხაზარაძის და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია ძლიერი საქართველოს” შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარია: ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო – კიდევ ერთი დღე

მისი თქმით, მსგავსი “ეკლექტური, უაზრო და უპრინციპო გაერთიანება ქართველებისთვის მიუღებელია.”

„სამწუხარო სანახავია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძალდატანებული ხანუმობა ამ უნიჭო დრამატურგიაში, მაშინ როდესაც გათამაშებულია, თითქოს ფიქრობენ. გახარიას, ხაზარაძის და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია. ისინი ძალიან მალე, როგორც ამას ჩვენ თვეების წინ ვაანონსებდით, გაუერთიანდებიან ერთმანეთს, თუმცა წაართმევენ იმ ცოტა ხმებსაც. რადგან ასეთი ეკლექტური, უაზრო და უპრინციპო გაერთიანება ქართველებისთვის მიუღებელია. როდესაც ხალხი ერთმანეთს დედას აგინებს და 5-10 წუთის წინ ერთმანეთს უკიდურეს შეურაცხყოფებს აყენებენ, შემდგომში მათი ერთობის პატარა ბავშვსაც არ სჯერა. გაერთიანდნენ, კი ბატონო. ისედაც ეს ორი ძალიან მძიმე ქვა იყო პოლიტიკურ ბადეში და ქვას რომ ქვა დაემატება, რა ფსკერზეც აღმოჩნდებიან, ამას ძალიან მალე, 26 ოქტომბერს ვნახავთ”, – განაცხადა ოდიშარიამ.

ამავე თემაზე საუბრისას ოდიშარიამ აღნიშნა, რომ სინამდვილეში არც გახარიას და არც ხაზარაძეს არ აინტერესებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის არც პოზიცია და არც მოწოდება.

„პრეზიდენტის როლი არის გაცხადებულად კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა მე მეცოდება ის, რადგან ამ როლის შესრულებას არავინ ეკითხება, მას ეს დავალება აქვს. მე ძალიან ვწუხვარ და შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გარე ძალების ასეთი მარიონეტია. ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს, თითქოს მედიატორობს. სინამდვილეში, ხომ წარმოგიდგენიათ, რომ გახარიასაც და ხაზარაძესაც ღრმად არ აინტერესებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის არც პოზიცია და არც მოწოდება. თუმცა ისინი არიან ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მათმა პატრონებმა მათი ერთობა მათ გარეშე გადაწყვიტეს. უბრალოდ ამის გამოცხადება სალომე ზურაბიშვილს დაავალეს“,- აღნიშნა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარკებები მიმდინარეობს. მათ გუშინ პირისპირ შეხვედრაც გამართეს, რომლის შემდეგაც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ტექნიკური საკითხების გამო პაუზა აიღეს. გახარიას თქმით კი, მამუკა ხაზარაძემ ერთი დღე ითხოვა.

მოგვიანებით, ისინი პრეზიდენტის მიწვევით ორბელიანების სასახლეში მივიდნენ. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ როდესაც სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი და არის შესაძლებლობა, არჩევნებში “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთდროულად დამარცხდეს, მზად არის ყველაფერი აიტანოს. მისივე თქმით, სახელმწიფოს თუ დასჭირდა, „ქართულ ქარტიასაც“ მოაწერს ხელს.

გიორგი გახარია: მე ბევრ რამეს ავიტან, ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g