უძრავი ქონებით და ხელოვნების იშვიათი ნიმუშების კოლექციით დედოფალ ელიზაბეტი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გაერთიანებულ სამეფოში დედოფალზე მდიდრებიც არიან. ფინანსური გამოკვლევებით, ბექჰემების ქონება 712 მლნ. დოლარად შეფასდა, მაშინ როცა ბრიტანეთის დედოფლის ქონება მხოლოდ 515 მლნ-ს შეადგენს. London School of Marketing-ის ექსერტებმა რეიტინგი არა მარტო ქონებისა და ბიზნესიდან მიღებული შემოსავლით შეადგინეს, არამედ უმცროსი ბექჰემების პოტენციალიც გაითვალისწინეს. როგორც ცნობილია, 13 წლის რომეომ უკვე მოასწრო და Burberry-ის სახე გახდა, მას არც უფროსი ძმა – 16 წლის ბრუკლინი ჩამორჩება, რომელიც ასევე ხშირად ჩნდება რეკლამებში.