LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემის შოუმ ერთი მშრომელი ოჯახი ფეხზე დააყენა (ვიდეო)

66

ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ერთი მშრომელი ოჯახისთვის დევიდ ბექჰემის სტუმრობამ ბევრი რამ შეცვალა უკეთესობისკენ.

გაჭირვებულ ოჯახს მოულოდნელად დევიდ ბექჰემი ესტუმრა და 100 000 დოლარი აჩუქა.

Ryan Seacrest-ის სატელევიზიო შოუს – Knock Knock ფარგლებში დევიდ ბექჰემი კალიფორნიაში ჩავიდა და გონსალესების ოჯახი თავისი საჩუქრით შოკში ჩააგდო. ოჯახის ყველა წევრს მობილური ტელეფონი, ხოლო დიასახლისს 100 000 დოლარის ჩეკი გადასცა.

სიკრესტმა, გონსალესების ოჯახისკენ მიმავალ გზაზე ბექჰემს მოუთხრო, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობს ეს ოჯახი. მამა, რომელიც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო მექსიკაში, იძულებული გახდა, მიეტოვებინა სპორტი და ოჯახის სარჩენად მშენებლობაზე დაეწყო მუშაობა. ის ოჯახს თვეში მხოლოდ ერთხელ ხვდება.

ბექჰემს, რომლის ოჯახი ასევე მუშათა კლასს მიეკუთვნებოდა, გადაცემის წყალობით საშუალება მიეცა დახმარებოდა ისეთ ოჯახს, როგორშიც ოდესღაც თავად გაიზარდა.

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Kaciromelicavtomobilsicxovrobs/videos/941738765895341/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები