LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემმა და ზიდანმა ადიდასის საკულტო ბუცები წარადგინეს

74

დევიდ ბექჰემმა და ზინედინ ზიდანმა ”ადიდასის” საკულტო ბუცების Predator Precision-ის ექსკლუზიური, ლიმიტირებული ვერსია წარმოადგინეს.

ლეგენდარული ბუცების დანახვისთანავე 2000-იან წლებში აღმოჩნდებით, როდესაც სწორედ ამ ბუცებით თავად ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექჰემი და სტივენ ჯერარდი ასპარეზობდნენ.

ახალი, ლურჯი Predator Precision ძველებური ვერსიის ზუსტი ასლია. ”ადიდასის” დიზაინერებს იმდენად სურდათ მსგავსება რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო, რომ მათ გარკვეული მასალები კომპანიის არქივიდან ამოიღეს.

Predator Precision-ის პრეზენტაცია პარიზში შედგება, 8 სექტემბრიდან კი ლეგენდარული ბუცები წინასწარ შერჩეულ მაღაზიებში გაიყიდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები