LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემმა ეკლესიის გუნდს ფეხბურთი ეთამაშა

33

ინგლისის ნაკრების ექს ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა საქველმოქმედო თამაში ამჯერად ბუენოს აირესში გამართა.

”ღიმილი ყველგან. ბავშვებისა და დიდების ფეხბურთისადმი მისწრაფება ამ ქვეყანაში ნამდვილად გიჟურია” – დაწერა დევიდმა ინსტაგრამში.

”დევიდი აქ ორი საათის წინ იყო. ის ადგილობრივებს გაესაუბრა, ბავშვებთან ფეხბურთი ითამაშა, ჩვენ ეკლესიის გუნდი გვყავს, სწორედ მათთან ითამაშა ბექჰემმა” – განუცხადა ადგილობრივმა მღვდელმა Mirror-ს.

სპორტსმენმა საინტერესო აქცია, სახელწოდებით ”Love Of The Game” წამოიწყო – ის ფეხბურთს სამყაროს ყველა კონტინეტზე ითამაშებს. თამაშები დევიდ ბექჰემის იუნისეფის კეთილი ნების ელჩობის 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

12226484_1073762372636397_1672322076_n

12242324_1073762269303074_1201057053_n

12226723_1073762199303081_1203794285_n

12233190_1073762235969744_1148373221_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები