„როგორც ჩანს, 20 ივნისის საქმეზე მარტივი იურიდიული ჭეშმარიტებები ისევ უნდა განვმარტოთ: 1. გიორგი გახარია პოლიტიკურად იდევნება ივანიშვილის შეკვეთით და ეს არის საყოველთაოდ ცნობილი, მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტი“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიასადვოკატი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
ბერდია სიჭინავას სიტყვებით, „გიორგი გახარიას დაპატიმრებაზე ჰიპოთეტურად საუბარიც კი, სრულად არარელევანტურია“.~
„2. გიორგი გახარიას მიმართ პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულებას განაპირობებს არა მხოლოდ ის, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს (ეს ამ საქმეში მეორადი ამბავია), არამედ ის, რომ ის არის აბსოლუტურად უდანაშაულო ნებისმიერ წარდგენილ ბრალდებაში და მისი ბრალეულობის შესახებ დაშვებების გაკეთება, მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.
3. გიორგი გახარიას 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუცია. ეს დაადასტურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამაც და ვერც პროკურატურა ედავება მას ასეთი ბრძანების გაცემას, რადგან საქმეში 1 ასეთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს.
4. 20 ივნისს მძიმედ დაშავებულებს ზიანი მიღებული აქვთ უშუალოდ რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად. შესაბამისად, ბუნებაში ვერ იარსებებს რაიმე სახის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გიორგი გახარიას რაიმე კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
5. გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ედავებიან წარმოუდგენელ სამართლებრივ სიგიჟეს – თითქოს მან წინასწარ დააორგანიზა ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (ახალაიას, მერაბიშვილისა და ადეიშვილსთვისაც კი არ წაუყენებით ასეთი მუხლით ბრალდება 7 ნოემბრისა და 26 მაისის საქმეებზე), თუმცა დადგენილი არ აქვთ კონკრეტულად რა ქმედება განახორციელა გიორგი გახარიამ, რა დანაშაული დააორგანიზა, ვინ იყო მისი უშუალო ამსრულებელი, რა ფორმით გაუწია მას/მათ ორგანიზება ან/და ხელმძღვანელობა.
6. რაც შეეხება გიორგი გახარიას დაპატიმრებაზე ჰიპოთეტურად საუბარსაც კი, ეს სრულად არარელევანტურია“, – წერს ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში.
როგორც ჩანს, 20 ივნისის საქმეზე მარტივი იურიდიული ჭეშმარიტებები ისევ უნდა განვმარტოთ: 1. გიორგი გახარია პოლიტიკურად…
Posted by Berdia Sitchinava / ბერდია სიჭინავა on ორშაბათი, 02 მარტი, 2026
