LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Berlin Music Video Awards-ის ერთ-ერთი ნომინანტი ქართული ჯგუფი „მგზავრებია“

80

Berlin Music Video Awards-ის ნომინანტთა ნაწილობრივი სია ახლახან გამოქვეყნდა. ერთ-ერთი მათგანი საუკეთესო ვიდეორგოლის ნომინაციაში გახლავთ ქართული ჯგუფი „მგზავრები“. მათ სიმღერაზე სახელწოდებით „Пообещай“, რომელიც ახალ ალბომში „იასამანი“ შევიდა, კლიპი ივან სოსნინმა გადაიღო.

Berlin Music Video Awards არის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც საუკეთესო მუსიკალური ვიდეოების გამოსავლენად იმართება. ის მხარს უჭერს როგორც ცნობილ, ასევე შედარებით ნაკლებად ცნობილ არტისტებს. ფესტივალი აერთიანებს ვიდეოების მარათონებს, პროფესიონალურ ჟიურის, რომლებიც ვიდეოებს აფასებენ, ლაივ შესრულებებს, ფილმმეიქინგის ვორქშოფებს, ეს ღონისძიება იმართება არა მხოლოდ რეჟისორების, არამედ მუსიკოსების ერთმანეთთან დასაკავშირებლად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ქართულ ჯგუფთან ერთად იმავე ნომინაციაში მოხვდნენ ბიორკი და Post Malone.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები