ბერლინში, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახალი უბნის მშენებლობა შეაჩერეს. აღმოჩნდა, რომ ტერიტორიაზე სადაც სახლები და სოციალური ინფრასტრუქტურა უნდა აგებულიყო, ბაყაყები ცხოვრობენ, კონკრეტულად კი ე.წ. ლერწმის გომბეშოები. გერმანიაში ეს სახეობა გადაშენების პირასაა და თან არამხოლოდ იქ, მთელი ევროპის ტერიტორიაზე.
თავიდან მშენებელმა ბაყაყების ქალაქ გარეთ გადასახლება გადაწყვიტა. თუმცა, ეკოლოგებმა ტერიტორია შეისწავლეს და ასეთი ვერდიქტი გამოიტანეს, რომ გომბეშოები ახალ ტერიტორიაზე თავს ცუდად იგრძნობდნენ, რადგან იქ საკმარისი ნესტი არ იყო.
მშენებლის შემდეგი შეთავაზება ახალი უბნის სიახლოვეს მდებარე სხვა ტერიტორია იყო, თუმცა იქ 800 გომბეშოსთვის საკმარისი სივრცე არ აღმოჩნდა.
საბოლოოდ, ეკოლოგებმა გადასახლებისთვის შესაფერისი ადგილი თავად შეარჩიეს – უბანი აშენდება თუმცა არა სრულად, რასაც მშენებელი რაღა თქმა უნდა, არ ეთანხმება.
უბნის პროექტი წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 2026 წლამდე მისი განხორციელება ვერ მოხერხდება.