2024 წლიდან ბერლინის ცენტრალურ რაიონში მუშაობას მარტოობის საკითხის სპეციალისტი დაიწყებს. მისი მოვალეობა მარტოხელა ადამიანების ხელშეწყობა იქნება, რათა მათ ნორმალური სოციალური ცხოვრების დაბრუნება შეძლონ, წერს turkmen portal.
მუნიციპალიტეტის გამოთვლით, ყოველი მეათე ბერლინელი თავს მარტოსულად გრძნობს. ყველაზე ხშირად ამ პრობლემას 65 წელს გადაცილებული ადამიანები აწყდებიან.
ამჟამად მერია ახალი პოზიციის დასაკავებლად კანდიდატებს განიხილავს. ვაკანსიის დაკავების მსურველებს კომუნიკაციების სფეროში უმაღლესი განათლება და სოციალურ სფეროში მუშაობის გამოცდილება სჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ევროპაში ორჯერაა გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს ძალიან მარტოდ გრძნობს.