LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო ზანგური: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნინუცას გალანძღვით მე მასიამოვნებს, ძალიან ცდება. მირჩევნია, მე გამლანძღონ, ვიდრე ჩემს შვილს დედა გაულანძღონ…“

5665
ბესო ზანგური და ნინუცა მაყაშვილი

მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ არ იცის, რაში დასჭირდა მის მეუღლეს ტყუილი ინფორმაციის გავრცელება:

„არ ვიცი, ათასი ვარიანტია. შესაძლოა, ამ ოჯახში რომ ძალიან ბედნიერს მხედავს, მე და ჩემი მეუღლე რომ ძალიან მაგრად ვართ ერთმანეთთან, ქალია და ასეთი რამ ბოღმისგან გააკეთა. მართლა არ ვიცი. მე და ჩემი ცოლი გაოცებულები ვუყურებდით, მართლა ნინუცა ლაპარაკობს ამას-მეთქი?! ეს ადამიანი ასეთი არ არის და მართლა არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი…“

ბესო ზანგური ასევე დასძენს, რომ ნინუცას გალანძღვა სხვა ადამიანების მხრიდან არ სიამოვნებს:

„ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მსიამოვნებდა იმ კომენტარების კითხვა, სადაც ნინუცას უარყოფითად იხსენიებდნენ. მე შვილი მყავს, რომელიც აფანატებს დედამისზე და ჩემი შვილის გულისტკივილი არაფრად მიღირს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნინუცას გალანძღვით მე მასიამოვნებს, ძალიან ცდება. მირჩევნია, მე გამლანძღონ, ვიდრე ჩემს შვილს დედა გაულანძღონ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g