LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი ადამიანი მოდის და შველას ითხოვს. საფლავებზე ცოცხალი ხალხის ფოტოების ჩამარხვა, ძალიან აქტუალური გახდა“ – რას წერს პეტრე კოლხი

129
პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც საფლავებზე ცოცხალი ადამიანების ფოტოების ჩამარხვას ეხება.

როგორც ის წერს, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

„ბევრი ადამიანი მოდის და შველას ითხოვს. საფლავებზე ცოცხალი ხალხის ფოტოების ჩამარხვა, ძალიან აქტუალური გახდა. ვინც ამას აკეთებს, ტაძარშიც დადის და უნამუსოდ მარხვასაც იცავს… ნუ, რამდენად ღვთისნიერია ასეთი ადამიანის ეკლესიური ცხოვრება, ამას ღმერთი განსჯის, მაგრამ ის ბოროტება, რასაც ვითომ სხვას უკეთებენ, მალე ბუმერანგივით უკან რომ უბრუნდებათ, ეს მაინც უნდა იცოდნენ…
ან რა აზრი აქვს მოჯადოებული და დადებილებული შეყვარებულის, ცოლის, ქმრის გვერდით ყოფნას?!
ბევრი ვიცი, განსაკუთრებით ე.წ. ელიტა, სინამდვილეში სულით მდაბალი ხალხი, როგორ დგას მჩხიბავების კარებთან და როგორ ითხოვს მდიდარი საყვარლების ,,დათრევას”…
როდემდე ასეთი ფსკერი და სიბნელე?!
ერთ ,,მშვენიერ” დღეს ყველაფერი უკან მოგიბრუნდებათ!…“, – წერს პეტრე კოლხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები