„დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გვექნებოდა“ – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ეს არ იყო იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ინტერესზე უნდა ზრუნავდეს.
„როცა ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი. ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე.
რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს.. მაინც ვერ შემცვლით - ზურაბიშვილი ხელისუფლებას
„შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად“.
ერთის მხრივ საუბრობ შენ კანდიდატის სტატუსი მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის შემაშფოთებელი. ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად. ამის იქით ალბათ კომენტარი არც არის საჭირო.
რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა შევახსენო პრეზიდენტს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო, იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე“, – განაცხადა კობახიძემ.