LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BFMTV: სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

146
ნიკოლა სარკოზი

ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ის ცნობით, სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის მუამარ კადაფის რეჟიმის მიერ დაფინანსების საქმეში დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედებოდა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღების მიზნით გარიგებაში მონაწილეობა.

სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მანამდე, სასამართლომ სარკოზი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებისა და პასიური კორუფციის საქმეებზე წარდგენილ ბრალდებებში გაამართლა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, ბრალდებებს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

⭕💬 ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ⭕💬 Reuters-ის ცნობით, სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ხუთშაბათი, 25 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g