30 სექტემბერს პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც „იუვენტუსის“ შესახებ ფილმს მიეძღვნება.
ჟურნალისტებთან შეხვედრა „იუვენტუს სტედიუმზე“ შედგება და საუბარი ფილმის „Bianconeri“ პრეზენტაციას შეეხება. რა ძნელი მისახვედრია, სურათი ტურინული გუნდის ისტორიაზე მოუთხრობს.
ფილმში ასახულია „იუვენტუსის“ შექმნის დაა აღორძინების ისტორია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დიდებულ ფეხბურთელებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ატარებდნენ „იუვეს“ მაისურს: დელ პიეროდან პლატინამდე, ნედვედიდან პირლომდე თუ ბუფონამდე.
ფილმს იტალიის კინოთეატრებში 10, 11 და 12 ოქტომბერს აჩვენებენ, თუმცა ბილეთების გაყიდვა ჯერ კიდევ ივლისიდან დაიწყეს.