LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბისი: სამხრეთ აფრიკა მრავალქმრიანობის ლეგალიზებას გეგმავს

85
southafricanews

სამხრეთ აფრიკის მთავრობის მიერ გაკეთებულმა წინადადებამ პოლიანდრიის ლეგალიზების შესახებ, ქვეყნის მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პოლიანდრია არის ურთიერთობის ფორმა, რომელიც ქალის რამდენიმე მამაკაცთან ერთობლივ ქორწინებას გულისხმობს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოქმედებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს როგორც ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების უფლებას, ასევე მამაკაცების მრავალცოლიანობას. ამიტომაც ქვეყნის მთავრობას მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება, თუ იგივე უფლება ქალებსაც მიენიჭებათ.

მიუხედავად ამისა, აზრს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და მატ შორისაა ცნობილი ბიზნესმენი და ტელესახე მუსა მესელკუ, რომელსაც ოთხი ცოლი ჰყავს.

მუსლეკუს თქმით, პოლიანდრიის დაკანონება აფრიკის კულტურა გაანადგურებს, ასეთი „ოჯახების“ შვილები კი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g