LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბიბისიმ” კურტ კობეინის სიკვდილზე ახალი დოკუმენტური ფილმი გადაიღო

145
Untitled

,,ბიბისიმ’’ კურტ კობეინის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი გადაიღო. სურათი მიზნად ამერიკელი მუსიკოსის შემაძრწუნებელი სუიციდის დემისტიფიკაციას ისახავს.

,,ნირვანას’’ ვოკალისტის სიკვდილმა მსოფლიო შეძრა, რამაც წლების განმავლობაში, მრავალი შეთქმულების თეორია გამოიწვია. ამბობენ, რომ ის მოკლეს, ზოგიერთი კი მის თვითმკვლელობამდე მიყვანაში მის ქვრივს, კორტნი ლავსაც ადანაშაულებს.

საკულტო არტისტის გარდაცვალებიდან 30 წლის თავზე, სწორედ ამ ვერსიებს დაუსვამს წერტილს და გარდაცვალების გარემოებებს აღწერს პროექტი – Moments that Shook Music: Kurt Cobain, რომელშიც ექსკლუზიური და იშვიათი კადრები იქნება ნაჩვენები.

,,ზოგიერთი მათგანი აქამდე არასდროს უნახავს ბრიტანულ ტელევიზიას’’ – აღნიშნულია BBC-ის პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ Nirvana-ს ფრონტმენი და გრანჟის პიონერი – კურტ კობეინი 1994 წლის 5 აპრილს, 27 წლის ასაკში, თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი სიეტლში, მისსავე სახლში, თვითმკვლელობის წერილთან ერთად იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები