LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიჭები ჩვენი ბავშვობიდან“ – 79 წლის ჰარისონ ფორდი და 61 წლის ანტონიო ბანდერასი გადასაღებ მოედანზე

527
banderasford

ჰარსონ ფორდი აქტიურადაა დაკავებული „ინდიანა ჯონსის“ მორიგი ფილმის გადაღებებით. ცოტა ხნის წინ იტალიაში მიმდინარე გადაღებების პროცესს ანტონიო ბანდერასიც შეუერთდა. პაპარაცებმა სწორედ ის მომენტი აღბეჭდეს, როგორ ხვდებიან პირველად 79 წლის ფორდი და 61 წლის ბანდერასი ერთმანეთს. როგორც ჩანს, როლისთვის ბანდერასს თმის მოზრდა და გაჭაღარავება მოუწია. ანტონიოსა და ჰარისონის ამ ფოტოებს ინტერნეტში ბევრი თბილი გამოხმაურება ახლავს. „ბიჭები ჩვენი ბავშვობიდან“ – ასე უწოდეს ფოტოებს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ფილმის გამოსვლას მაყურებელი წლებია ელის. 79 წლის ჰაროსონ ფორდისთვის სავარაუდოდ, ეს მორიგი გამოწვევაა. მას ამჯერად ანტონიო ბანდერასი და ფიბი უოლერ-ბრიჯი უერთდებიან.

პენე და ანტონიო  – მსახიობებმა ,ვენეციის ფესტივალზე” ახალი ერთობლივი ფილმი წარადგინეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g