LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო არ გეუბნებოდა, რომ სანქციები დაუწესეო? გეკითხები, ბლიც-კითხვა, მომავალშიც ასე ჩუმად იქნები, პასუხი არ გექნება“- ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს

265
ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძე

„ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო?“ – ასე მიმართა, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავენ.

„ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად „ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“ – ნინო წილოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვისას ზარქუას სიტყვით გამოსვლამდე გიორგი ვაშაძემ  ისაუბრა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კითხვით მიმართა, „ამ კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ ცდილობს თუ არა, რომ რუსული ავტორიტარიზმი შემოიტანოს ქვეყანაში.

„მე მინდა გიორგი ვაშაძეს (მივმართო), რომელსაც ესმის თემა. ბატონო გიორგი, ყველა გისმენთ და არცერთს არ გითქვამთ ქართველი ხალხის ინტერესებზე, იშველიებთ ვენეციის კომისიას, რომელიც აქ საერთოდ არაა წარმოდგენილი. მეორე – კიდევ ახალი სანქციები დაგვიანონსა და გიხარიათ. ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო არ გეუბნებოდა, რომ სანქციები დაუწესეო? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არ გეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო? ყველა რომ შეხმატკბილებულად ეუბნებოდით, კი, ეს გააკეთეთო, არ გავაკეთეთ!

„თქვით, რომ დღევანდელი დღე მძიმეა, ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ დაწერილი კარგად არ გქონდათ წაკითხული, ჩემი აზრით, წაკითხვაც გაგიჭირდათ“ – ღუდუშაური პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

გუშინ წინ გამოვიდა გამოვიდა ბორელი და თქვა, სანქციებმა არ გაამართლაო, ახლა, იგივე პოზიციაზე ხართ? სანქციები უნდა დაგვეწესებინა? გეკითხები, ბლიც-კითხვა. მომავალშიც ასე ჩუმად იქნები, პასუხი არ გექნება“ – მიმართა ზარქუამ ვაშაძეს.

ზარქუას თავის მხრივ, ვაშაძემ უპასუხა „ჩუმად, რანაირად ვიქნები?“

თუმცა, ვაშაძეს წინადადების დასრულების საშუალება არ მიეცა, რადგან მას მიკროფონი გამოურთეს.

„მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს“ – სახალხო დამცველი უმრავლესობას

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისა და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ეს არის ყველაზე მძიმე კანონზე მოტივირებული შენიშვნები.

„წარმოგიდგენთ მოტივირებულ შენიშვნებს. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე მძიმე კანონზე მოტივირებული შენიშვნები“- აღნიშნა მსხილაძემ.

mazda magti 5g