LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინა და მიშა სიამის ტყუპები არიან, ვერ გაყოფ – მიშა რომ ცუდადაა, ბიძინაც ცუდადაა, რაც მთავარია, ორივე პატიმარია: ერთი გისოსებს მიღმაა და მეორე შუშის ციხეში ზის“ – გია ხუხაშვილი

185
Untitled design (89)

„მთელი წლის განმავლობაში ვუყურებდით ხელისუფლების სვლას კონსტიტუციური მოთხოვნის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ამ წელსაც ნეგატიური დღის წესრიგით წარმართავს და ეცდება, მოწინააღმდეგის ფლანგზე ტიტანიკი ააგოს, მოწინააღმდეგის დემონიზაცია მოახდინოს,“ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ხელისუფლება სპეკულაციურად ბრალს სდებდა დასავლეთს, რომ მათ ჩვენი ომში ჩათრევა უნდოდათ, რომ მათ არავინ ეკითხებათ, ჩვენ რას გავაკეთებთ და ამას ურაპატრიოტული ლოზუნგების ქვეშ აკეთებდა. რუსეთთან მიმართებით კოლაბორაციონისტულ ზღვარზე იარა ქვეყანამ და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ეს იყო შემაშფოთებელი. შესაბამისად, ოპოზიციაც საკმაოდ აგრესიული იყო. ბრალდებები იქით მხრიდანაც ისმოდა, ამიტომ ფაქტობრივად, პოლიტიკურად არათუ წინ ვერ წავიწიეთ, პოლიტიკური პროცესის სრული დეგრადაცია მოხდა ამ წლის განმავლობაში. ეს აისახა კვლევებშიც. როდესაც ამომრჩევლის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არჩევანი არ აქვს, ეს ნიშნავს რომ ფაქტობრივად, მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, დელეგიტიმიზირებულია. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ერთად, მთელი პოლიტიკური ელიტა მოდის ხელისუფლებაში, ყველა ერთადაც კი ვერ პასუხობს ამომრჩევლის მოთხოვნებს, რადგან ამომრჩეველს არცერთი მათგანი არ უნდა. ეს სერიოზული ნეგატივია. ასეთი მდგომარეობა უახლოეს ისტორიაში არ მახსოვს.

არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება ამ ნეგატიურ დღის წესრიგს შეცვლის. კი საუბრობენ, 9 პუნქტს შევასრულებთო..

„ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის არ არსებობს, მაგრამ ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, ყველანაირად შეეცდებიან, ეს დღის წესრიგში დატოვონ. იმიტომ ააქტიურებენ მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოდან – ინტერვიუები, ჩართვები, მიშას საავადმყოფოში ტრიბუნა შეუქმნეს, რომ მაქსიმალურად გამოჩნდეს და იაქტიუროს, რითაც თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებენ, რაც მიშას ინტერესებშიცაა.

მიშა არის ხელისუფლების უნივერსალური ჯარისკაცი. არსებობენ ბუნებრივი ანტაგონისტი სიმბიოზები. მაგალითად ბუ და გველი – ბუს ბუდეში ცხოვრობს გველი. ბუ, წესით, გველს უნდა კლავდეს და თავის ბარტყებს უნდა იცავდეს, მაგრამ პირიქითაა. მის ბარტყებს აწუხებს მწერები, რომელსაც ანადგურებს გველი, ამიტომ აცხოვრებს თავის ბუდეში. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გველი მის ბუდეში ცხოვრობდეს. ასე არიან ბიძინა და მიშაც. ბიძინა და მიშა სიამის ტყუპები არიან, ვერ გაყოფ. მიშა რომ ცუდადაა, ბიძინაც ცუდადაა და პირიქით. ორივე ერთად არიან ბედნიერად. ორივე პატიმარია, რაც მთავარია. ერთი გისოსებს მიღმაა და მეორე შუშის ციხეში ზის, რა მნიშვნელობა აქვს ციხე შუშის იქნება თუ რკინის? ოქროს გალია ხომ მაინც გალიაა?,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ გაჭრილი „კოზირი“ – დასრულებულია „ქართული ოცნება“ – პაატა მანჯგალაძე

„წელიწად-ნახევარი არაფერი გაუკეთებიათ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ოთხ თვეში რა გააგიჟებთ?!“ – პაატა მანჯგალაძე 9 დათქმის შესრულებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები