LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს – უსამშობლო ადამიანებს ეს არ მოსწონთ: ირაკლი კობახიძე

68
კობახიძე და ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოპოზიციის იმ წარმომადგენლების განცხადებების პასუხობს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით „უსამშობლო ადამიანებისთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ ვიღაც ქართულ საქმეს აკეთებს“.

მისივე განმარტებით, „სწორედ აქედან გამომდინარეობს ის აბსოლუტურად უსაფუძვლო ეპითეტები, რომლებსაც ისინი იყენებენ“.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

„ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] თავიდან ბოლომდე ქართულ საქმეს აკეთებს და ეს არ მოსწონთ მათ, რადგან ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. მათთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ ვიღაც აკეთებს ქართულ საქმეს და განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ, ამ კუთხით, განსაკუთრებით ბევრს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის აბსოლუტურად უსაფუძვლო ეპითეტები, რომლებსაც ისინი [რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები] იყენებენ. ეს პირდაპირ მათ უსამშობლობას უნდა მივაწეროთ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g