LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მთელი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.. მისი ავტორიტეტის გამოყენება იმ რისკების დამზღვევად, რასაც შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკური კონფიგურაცია აჩენდეს, მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს!“ – მიხეილ სარჯველაძე 

194
Untitled design (7)

„არ მგონია, არსებობდეს მიზეზი იმისა, რომ ვინმემ პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე ბიძინა ივანიშვილის გადაწვეტილებაში განსხვავებული ქვეტექსტის ძიება და საზოგადოებისთვის სპეკულაციური ინტერპრეტაციების შეთავაზება დაიწყოს – ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გამოყენება იმ შესაძლო რისკების დამზღვევად, რასაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონფიგურაცია შეიძლება აჩენდეს, მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს!“ – ამის თაობაზე პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

„ყველასთვის, ვინც სახელისუფლებო პარტიის გულშემატკივარია, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, გასახარი ამბავია. როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის დეტალურად იყო ახსნილი. პოლიტიკაში დაბრუნების დროსაც მკაფიოდ და ცხადად განმარტა მიზეზები, რის გამოც მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

„ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებით ვაფასებ, ამიტომ მინდა, ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი“ – რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ რა საჭიროებებიც ქვეყანას უდგას – უპირველეს ყოვლისა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდია მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე დაკისრებული პასუხისმგებლობა – ბუნებრივია, რომ ეს სწორი არგუმენტაციაა.

ბიძინა ივანიშვილს კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია, როდესაც ის პოლიტიკაში დაბრუნდა. პირველ რიგში, მე ამ ამბავს ჩვენს გუნდს ვულოცავ – ეს მთელი ქვეყნის ინტერესებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო იქნება.

რაც შეეხება ოპოზიციის უსუსურ მცდელობებს, რომ დასახელებული არგუმენტების მიღმა საზოგადოებას არასწორ ინტერპრეტაციები შესთავაზონ და განსხვავებული მიზეზები დაანახონ, არც ერთი მათგანი სერიოზულად განსახილველად არ ღირს,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელი იყო – მისი როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები