LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ნიკა მელია პოლიტიკური დაკვეთით დაიჭირა, მათ მელიას პოლიტიკური დამცირება სურთ: ბოკერია

90
გიგა ბოკერია

“ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ნიკა მელია პოლიტიკური დაკვეთით დაიჭირა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ წამს, როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუძლიათ უმარტივესი გზით გაათავისუფლონ,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ამის სურვილი არ აქვს და მათ პოლიტიკური ოპონენტების დასუსტება, მორალური დისკრედიტაცია და ძალის დემონსტრირეება სურს.

როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს თუ გამოუვა, ყველა ოპონენტის პოლიტიკური ნეიტრალიზაციის დიდი სურვილი ექნება:

“ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს თუ გაუვიდა, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი ექნება ყველა ოპონენტის პოლიტიკური ნეიტრალიზაციის. ამ შემთხვევაში ნიკა მელიასი. ასეთი სურვილი რომ აქვთ, ეს ცნობილია. იმედი მაქვს, ამას საბოლოო ჯამში, ვერ შეძლებენ. ამ შეთანხმებამ, ამ შეცდომამ, იმის მაგიერ, რომ მათთვის ვითარება გაერთულებინა , პირიქით, შეუმსუბუქა და ეს იყო შეცდომა. ამ მძიმე პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობას სამწუხაროდ, ის პოლიტიკური ძალები ინაწილებენ, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა და გამარჯვებად გამოაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ნიკა მელია პოლიტიკური დაკვეთით დაიჭირა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ წამს, როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუძლიათ უმარტივესი გზით გაათავისუფლონ. ეს სურვილი რომ არ აქვთ, პოლიტიკური ოპონენტების დასუსტება, მორალური დისკრედიტაცია და ძალის დემონსტრირეება რომ სურთ, ეს იცით. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა გაუზარდა შეთანხმებამ, ამას ჩვენ ყველა ვხედავთ.” – განაცხადა ბოკერიამ.

mazda magti 5g