LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დასრულდა- ისაუბრეს თუ არა დეპუტატებმა მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე

88
MAMUKA 2

რამდენიმე წუთის წინ “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც შეხევდრიდან გამოსულმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მთავარი თემა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები იყო. მისი თქმით, რამდენიმე დღეში პრეზენტაცია გაიმართება, თუ როგორ შეარჩევენ მოსამართლეებს.

ის ამბობს, რომ შერჩევის ეს წესი უმრავლესობის ყველა წევრისთვის  მისაღები იქნება, რადგან დღევანდელ შეხვედრაზე წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს იყო საუბარი ერთადერთ რამეზე. დეტალურად გავიარეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. პროცედურები ამ პროცესში ჩართულები იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები. ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი, რაც ამ ჯგუფში დამუშავდა,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები