LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინას ლიკვიდაცია ვის რა ჯანდაბად უნდოდა? უაზრო კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია“ – ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ლაშა რუხაია გამოიკითხა

174
ლაშა რუხაია

ტერორისტული აქტის მომზადების და ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ჩვენება ფოთის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა რუხაიამ მისცა.

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე კონსტანტინე ჯღამაია იკითხება: „არანაირი კვეთა, ნაცნობობა, არანაირი ურთიერთობა ამ ადამიანებთან არ გააჩნია“

როგორც რუხაიამ გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, „ქართული ოცნების“ მასკარადზეა მისული“ – „ბიძინას ლიკვიდაციაო და ვის რა ჯანდაბად უნდოდა?“ – თქვა ლაშა რუხაიამ.

გურამ მაჭარაშვილი: „ეს სამი პოლიტიკური ფიგურა – ბიძინა ივანიშვილი, რობერტ ფიცო და დონალდ ტრამპი მშვიდობისთვის და ტრადიციული ცხოვრებისთვის იბრძვის, ბუნებრივად დამაჯერებელია ის, რაც სუს-მა თქვა“

გამოკითხვის დასრულების შემდეგ ლაშა რუხაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სულ ერთი და იგივე კითხვები იყო და სიცილის მეტი არაფერი უკეთებია“.

„ვინც ამ ტერორისტულ აქტს ამზადებს, ის დაიბარონ, მე რა შუაში ვარ?

როგორც ტელეკომპანია „იმედზე” განაცხადეს, თითქოს, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ასევე გადატრიალებაო. მე პირადად, საერთოდ არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი. გადატრიალების მუხლებზე, მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია თავი, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიბარებს სუს-ი.

რაღაც უაზრო კითხვები იყო – რომელ წელს ვიყავი უკრაინაში და რატომ დამაჯილდოვეს.

გეგმავდით რამეს, გაგიგიათ რამე თუ არაო, არაფერი გამიგია. ჩემს ქვეყანაში არაფერს ვაპირებ და თუ გადატრიალებას დავაპირებ, დავაპირებ რუსეთში, ჩემს მტერთან.

მკითხეს, ვიღაცებს იცნობ თუ არაო, ზოგიერთს ინტერნეტით ვიცნობ. ყოფილი მთავრობის წევრებზე გვარები იყო, მაგრამ ბევრ რაღაცას ვერ გეტყვით…

კითხვები იყო, ვიცნობ თუ არა [ზურაბ ადეიშვილს], ინტერნეტიდან ვიცნობ, პოლიტიკაში რომ იყო. პირადად არავის ვიცნობ და ცრუ ინფორმაციას ხომ არ ვეტყოდი, კომუნიკაცია არასდროს მქონია. სულ ერთი და იგივე კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია.

მკითხეს, ვინც დაიბარეს გამოკითხვაზე, ვიცნობდი თუ არა, ერთ-ერთი, ლაშა ჭიღლაძე ჩემი მეგობარია. ასევე, მკითხეს, მიშა ბატურინთან ვმეგობრობ თუ არა, წლებია ვმეგობრობ, ასევე მკითხეს, მამუკა მამულაშვილი იყო თუ არა ლეგიონის ხელმძღვანელი”, – თქვა ლაშა რუხაიამ.

„ქართული ფილმის სცენარი მახსენდება… ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფორმაცია რუსული სტილის პროპაგანდა… არც ერთი ამ გამოძიების დასრულება არავის ახსენდება… რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს“ – როგორ აფასებს ოპოზიცია სუსის განცხადებას

ცნობისათვის, სუს-ის მიერ 24 ივლისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, უწყება „იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“.

პრემიერი: „ევროკომისარმა ტერაქტთან დაკავშირებით გამაფრთხილა… ბოლო პერიოდში ორი ტერაქტი განხორციელდა, სლოვაკეთსა და აშშ-ში, ის გამოძიება, რომელიც სუსშია დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები აქტუალურია – გასაკვირი არაა, რომ ივანიშვილი იყო შესაძლო აქტის ადრესატი“

„იმედი მაქვს, სუს-ი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რასაც ჰქვია საქართველოში გადატრიალების მოწყობა ტერორისტული აქტის მომზადებით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ – გურამ მაჭარაშვილი

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g