LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ ბროუდერი: თუ ეს ადამიანი – სააკაშვილი მოკვდება, მათ წინ მძიმე ცხოვრება ელოდებათ

158
BeFunky-collage (2)

„აშკარაა რომ სააკაშვილი 2008 წელს წინ აღუდგა პუტინს, როდესაც ის შემოეჭრა საქართველოში. მან პერსონალური ვენდეტა განახორციელა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ“,- ამის შესახებ ბრიტანელმა ფინანსისტმა მაგნისტკის აქტის ავტორმა ბილ ბროუდერმა განაცხადა

 

მისივე თქმით, თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, რამდენიმე პირის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იქნება.

„ ეს ქართველ პოლიტიკოსებს დიდ თავის ტკივილს გაუჩენს, იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ, შეწყვეტენ ასეთ ქმედებას, რადგან თუ ეს ადამიანი – სააკაშვილი მოკვდება, მათ წინ მძიმე ცხოვრება ელოდებათ. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ეს ფოტოებიდანაც ჩანს და არ არის საჭირო იყო სამედიცინო ექსპერტი, რომ ეს დაინახო. უფრო საინტერესო ის არის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი, რადგან პროკურორები აფერხებენ მის თხოვნას, მიიღოს სამედიცინო მკურნალობა. ციხის ექიმებიც ალბათ ჩართულები არიან არასათანადო აქტივობაში და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც გასცემენ ბრძანებებს. რაც უფრო მეტია ასეთი ინფორმაცია, მეტად სავარაუდოა, რომ შევქმნათ დროებით, როგორც ჩვენ ვეძახით “სააკაშვილის სია”, სადაც შევიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ. ეს დაუჯერებლად ბოროტი ქმედებაა. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ყოველდღიურად ჩვენ ვისმენთ საქართველოს მთავრობისგან, რომ ჯიუტად არ ათავისუფლებენ და არ აგზავნიან სამკურნალოდ ევროპაში. ამგვარად საქართველო ანადგურებს მის რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე”, –  განაცხადა ბროუდერმა

ბროუდერი ირწმუნება, რომ  ამ ყველაფრის უკან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დგას, რომელსაც სააკაშვილზე შურისძიება სურს.

“აშკარაა რომ სააკაშვილი 2008 წელს წინ აღუდგა პუტინს, როდესაც ის შემოუჭრა საქართველოში. მან პერსონალური ვენდეტა განახორციელა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არსებობენ ადამიანები საქართველოს მთავრობაში, რომლებსაც პუტინი მოსწონთ და ახლა აშკარაა, რომ ვითარება ნორმალური გზით არ მიდის. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმირ პუტინი დგას. ის ცდილობს შური იძიოს მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მას უპატივცემულოდ მოექცა. ასევე ეს, არის მესიჯი ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, აი რა დაგემართება შენც მომავალში, ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ”, – განაცხადა ბროუდერმა „TV პირველის” ეთერში

მიხეილ სააკაშვილი უილიამ ბრაუდერს: მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი, მაგრამ უფრო ცხადად და საჯაროდ – დაეხმარეთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ახალი „მაგნიტსკის სიის“ შედგენაში

უილიამ ბრაუდერი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს: თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე

პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის – ის მსოფლიოს თვალწინ კვდება და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია: პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

მანჯგალაძე: არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება

ალასანია: იმედი მაქვს, ყველას მიეზღვება, ვინც უკანონო პატიმრობაში, მის ტანჯვასა და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g