LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის – ის მსოფლიოს თვალწინ კვდება და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია: პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

149
მალგოჟატა გოშევსკა და მიშა

„პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, ჩვენ მას არაერთხელ შევთავაზეთ ჩვენს ქვეყანაში მკურნალობა“, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა.

აღნიშნულის თაობაზე გოშევსკამ პოლონურ გამოცემა „PAP“-თან ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ პოლონურმა მხარემ ქართულ მხარესთან ორმხრივი მოლაპარაკებების დროს და საერთაშორისო ფორმატის შეხვედრებზე, სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოჭრა.

„შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენს თვალწინ კვდება, მთელი მსოფლიოს თვალწინ და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ, ქართულ მხარესთან ორმხრივი მოლაპარაკებების დროს და საერთაშორისო ფორმატის შეხვედრებზე სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოჭრეს.

საუბრებსა და წერილებში ხშირად ვთავაზობდით სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში წაყვანას. ამაზე თანხმობა არ მიგვიღია. ჩვენ ვთხოვეთ და შევთავაზეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო სამედიცინო კომისიას შეეფასებინა. ამაზე თანხმობა არ მიგვიღია“, – აღნიშნა მალგოჟატა გოშევსკამ.

როგორც სეიმის ვიცე-სპიკერმა ასევე განაცხადა, ბოლო კვირების განმავლობაში სააკაშვილმა მკვეთრად დაიკლო წონაში და გაუარესდა მისი ფიზიკური მდგომარეობა, რაც, სავარაუდოდ, ნეიროტოქსინებით მისი მოწამვლის შედეგია.

„ეს ნეიროტოქსინები როგორღაც მოხვდა პრეზიდენტ სააკაშვილის ორგანიზმში პატიმრობაში ყოფნის დროს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ არის პასუხისმგებელი და ამას მათთვის შედეგები მოჰყვება.“– განაცხადა პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა.

მანჯგალაძე: არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები