LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება

149
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე „მაგნიტსკის სიის“ ავტორის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პასუხისმგებელი პირების გამოსაკვეთად უნდა შეიკრიბოს საგამოძიებო კომისია, რომელიც უკვე ინიცირებულია, ხოლო თუ ეს არ ხერხდება, ოპოზიციონერებმა სამუშაო ფორმატი უნდა შექმნან.

მისივე სიტყვებით, „სამართალი ურმით დადის“ და ეჭვი არ ეპარება, რომ „ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაში მონაწილეობდა“.

„მნიშვნელოვანია გამოიკვეთონ ადამიანები, ვინც არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში მონაწილეობდნენ, საუბარია ასევე დარიშხანით მოწამვლაზე. ორი მექანიზმი არსებობს ამისთვის. როგორც იცით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიცირებული აქვს საგამოძიებო კომისია და შესაძლებელია მისი საგანგებო რეჟიმში შეკრება, ვინც ოპოზიციად თავს თვლის, 50 ასეთი ადამიანი ნამდვილად მოიძებნება პარლამენტში და შესაძლებელია ამ გზით წავიდეთ, თუ ეს არ ხერხდება, შეიქმნას სამუშაო ფორმატი, მასში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებ და გამოვკვეთოთ ადამიანები, ვისაც ბრალი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილის იმ ყოფაში, რომელშიც დღეს არის და ვიცით, რომ მისი მდგომარეობა ვითომ მკურნალობის შედეგად სავალალოა. ორი რამ იმუშავებს „ქართულ ოცნებაზე“ – ხალხის პროტესტი და საერთაშორისო მექანიზმები და სანქციები. ამ ორი მექანიზმის ამოქმედებით შესაძლებელია სააკაშვილის გადარჩენა.

არავის უნდა ეგონოს, რომ უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება. „სამართალი ურმით დადის“. ეჭვი არ მეპარება, ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაში,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

უილიამ ბრაუდერი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს: თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g