LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია: იმედი მაქვს, ყველას მიეზღვება, ვინც უკანონო პატიმრობაში, მის ტანჯვასა და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა

171
გიული და მიშა

„ვივა მედიდან“ გამოსული გიული ალასანია შვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ „ყველას მიეზღვება, ვინც [მიხეილ სააკაშვილის] უკანონო პატიმრობაში, მის ტანჯვასა და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა“.

„სამწუხაროდ, სასამართლოები ჭიანურდება, რაც მისთვის ძალიან საზიანოა, მაგრამ ამასობაში გამოვიდა მაკფოლის სტატია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და დაიბეჭდა ჩემი შვილის სტატია wall street journal-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ გაისმის ხანდახან ასეთი შენიშვნები, რომ აი სიმულანტობს, სიმულანტების და აფერისტების სტატიები იქ არ იბეჭდება, ყველანაირად გაცხრილულია და ზუსტად იციან, რას ბეჭდავენ და ვის უბეჭდავენ.

გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია, რომ ბილ ბროუდერი, მონაწილეობს იმ სიის შედგენაში, რომელიც უკვე ეხება მიხეილ სააკაშვილს, მაგნიტსკის სიის მსგავსი შედგება აქ და მე იმედი მაქვს, ყველას მიეზღვება, ვინც ამ უკანონო პატიმრობაში და ასეთ მის ტანჯვაში და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა”, – თქვა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, კვლავ ძალაშია.

„ჩემი შვილის ფიზიკური მდგომარეობა არის ძალიან ცუდი. საწამლავია ორგანიზმში, მოგეხსენებათ, მძიმე მეტალები, რომლის როგორმე გამოდევნა უნდა მოხდეს. მე არ ვიცი როგორ. აქ ამას ვერ ახერხებენ, სასწრაფოდ არის მისი გაყვანა საჭირო. ძალაშია ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, უნდა იყოს გაყვანილი ადამიანი, რომ გადარჩეს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ობიექტურ შედეგამდე უნდა მივიდეთ“, – განაცხადა ალასანიამ საქალაქო სასამართლოსთან.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.

პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის – ის მსოფლიოს თვალწინ კვდება და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია: პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

მანჯგალაძე: არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g