LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეითსი: ახალი პანდემიისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც ომისთვის

318
bilgatres2021

„შემდეგი პანდემიის შიში ამიერიდან ყველა ჩვენგანის საფიქრალი იქნება და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ მსოფლიო მის აღსაკვეთად მოქმედებას არ დაიწყებს“ –  65 წლის მილიარდელი თვლის, რომ პანდემიისთვის მსოფლიო ისე უნდა მოემზადოს როგორც ომისთვის.

ბილ და მელინდა გეითსებმა საქველმოქმედო ფონდი 2000 წელს ჩამოაყალიბეს და მას შემდეგ მათი მთავარი მიზანი მსოფლიო ჯანდაცვაზე ზრუნვაა. არსებობის ისტორიაში სხვადასხვა დაავადებების გამოსაკვლევად თუ შესაჩერებლად ფონდიდან მილიარდობით დოლარი გადაირიცხა. გამონაკლისი არ ყოფილა არც კორონავირუსი და გეიტსებმა მის წინააღმდეგ საბრძოლველად 1,75 მილიარდი უკვე დახარჯეს. ეს ფული კლინიკების მოწყობას და ასევე ვაქცინაზე მუშაობას მოხმარდა.

ბილ გეითსის აზრით, პანდემიამ მსოფლიო აზროვნება შეცვალა. მდიდარი ქვეყნები მიახვედრა, რომ პრობლემები შეიძლება მათაც შეექმნათ, ფრაზას „გლობალური ჯანმრთელობა“ კი ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა.

„იმედი მაქვს, რომ ის გამოცდილება რომელიც გასულ წელს მივიღეთ, ადამიანთა აზროვნებაში ბევრ რამეს შეცვლის. მდიდარი ხალხი მიხვდება, რომ მსოფლიო ჯანდაცვაში დახარჯული ფული მშვიდი მომავლისთვის აუცილებელია. გასულ წელს მომხდარი მოვლენები პლანეტაზე არსებულ ყველა ადამიანს შეეხო. მომავალ წელს კი დიდი იმედი მაქვს, რომ Covid-19–ისთვის ღირსეული პასუხი გვექნება და ამას მთელი მსოფლიო იგრძნობს. დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნების შემთხვევაში, ვაქცინას სავარაუდოდ ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ერთი მიიღებს.. ეს მომავალ წელს…” აცხადებს ბილ გეითსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g